Wednesday, December 16, 2020

და იმ ერთადერთს (სიმღერა, შეასრულა ნატალია ჭელიძემ)

 ფაქიზ ოცნებებს ყავლი გასვლიათ,

ყავლი გასვლიათ, სურვილებს, ფიქრებს,

მაინც ეტრფი და მაინც ეძახი,

ზღვა სიყვარულის არასდროს იკლებს

 და იმ ერთადერთს და იმ ერთადერთს,

რომელსაც ფიქრი, ოცნება მოაქვს,

დაე, ვუყვარდეთ, დაე, ვუყვარდეთ,

არ დავინანოთ სიცოცხლე, სუნთქვა.

და შემოუვლის ლურჯ ოკეანეს,

ჩვენი გრძნობები არსად გამქრალა,

ხან მზესთანაა, ხან კი - მთვარესთან,

ხან მიდი-მოდის ვარსკვლავთ ამქართან,

კვლავ მენატება ხელების სითბო,

თბილი გული და ნაზი ალერსი,

შენც ეს გაწუხებს, მეც ეს მაწუხებს

და ერთმანეთის მაინც არ გვესმის.

და შენ ერთადერთს, და შენ ერთადერთს,

რომელსაც ფიქრი, ოცნება მოგაქვს, 

დაე, გიყვარდე, დაე, გიყვარდე,

მეც შენთვის დამაქვს სიცოცხლე, სუნთქვა.




No comments:

Post a Comment