საახალწლოდ, ბავშვებო, მინდა მოვყვე ამბავი,
რომ არ ჩაქრეს თქვენს სახლში ნაკვერჩხალი, ღადარი,
რომ ანათოს ყოველთვის ნათურების შუქებმა,
რომ იხაროს თქვენს ჭერქვეშ სიყვარულით სუყველამ.
ერთ დღეს თურმე ძლიერი თავსხმა წვიმა მოსულა
და ეზოში ჩამომდგარ მიწვდომია თუთებსაც,
იქ კი სახლი ჰქონია პაწაწინა ბეღურას
და ფოთოლი თუთისა თავზე გადაეხურა.
თავსხმა წვიმამ წაიღო იგი თავის სახლ-კარით
და კიბის ქვეშ გაჰქონდა თურმე საწყალს კანკალი.
შემოესმა ვასიკოს ნაზი წრიპინ-ფართხალი
და უჩუმრად იკითხა კართან: - ნეტავ, რა არის?
პასუხი არ მოესმა და გატოპა წვიმაში,
უშიშარმა ბეღურა შეიყვანა ბინაში,
გააშრო და გაათბო, აფრთხიალდა ბეღურა,
ფრთამოტეხილს უწამლა, უმასპინძლა მეფურად,
და მას მერე ეს ჩიტი კაცთან ახლოს ბინადრობს,
იცის გადაარჩენენ, სადაც შუქი კიაფობს.
ეს ამბავიც, ბავშვებო, იმ ბეღურამ მიამბო!
No comments:
Post a Comment