ჭია-მაია, არ გაფრინდე,
არ გაფრინდე იქნება,
ფანჯარასთან მოფრინდები,
ირგვლივ სითბო იღვრება,
დაკეტილი გულის კარი
წამშივე გაიღება.
ფაქიზად სულს შეგიბერავ
ჩემო თვალის სინათლევ,
ზურმუხტისფერ მინდორ- ველზე
მზის თეთრ სხივად ინათე.
ჭია- მაია არ გაფრინდე
შენი მნათი ფერებით,
გულის პერანგს მოგაფარებ,
ნაზად მოგეფერები.
ამ უნდობ წუთისოფელში
რაც არ უნდა იწვიმოს,
გულის პერანგს მოგაფარებ
სანდო ფერის ღიმილო.
No comments:
Post a Comment