Wednesday, September 15, 2021

მოლოდინი! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მოლოდინი!

1.ჩამოიწურა ეს ზაფხულიც
ვით მუჭში წყალი,
მწვანე ფერები ბაცდება და
თან~თან ხუნდება,
გვინდა,არ გვინდა,მოლოდინი
გვაცოცხლებს ხვალის,
რადგან წარსული არასოდეს
აღარ ბრუნდება.
2.აღარ ბრუნდება,თუმც არ გვტოვებს
მაინც აროდეს
და არიადნეს გორგალივით
უკან გვაბრუნებს,
ვეძებთ...ვპოულობთ რამეს ისეთს,
რომ გვიხაროდეს,
მოგონებების ტრამალებში
ვაჭენებთ ჰუნეს...
3.ხომ ვწერდით ნატვრებს,ახალ თოვლზე,
ბავშვური ხელით,
ბატების ფეხით გადავლილს რომ
ფორმით მიჰგავდა,
დღეს,დიდობაშიც,იმ ნატვრების
ახდენას ველით,
რადგანაც გვჯერა,~ მას უფალი
წ ა ი კ ი თ ხ ა ვ დ ა !
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.08.09.2017 წელი.

No comments:

Post a Comment