Saturday, July 31, 2021

ეჰ, რა უწყალო ყოფილხარ (სატრფიალო)

რადა ხარ ასე უწყალო,
გინდა რომ წყალმა წამიღოს
და მიმცეს ლეთას, იქნება
დავიწყების წყალ დავლიო.
ვერ გავიხსენო შენი ხმა,
შენი ხელები, ღიმილი,
ეჰ, რა უწყალო ყოფილხარ,
ვაგლახ, მწყურია ტირილი.
რადა ხარ ასე უწყალო,
გინდა მეწყერმა წამიღოს,
გადამავიწყოს ყოველი,
მლეთას წყალს გადამარიოს.
ვერ გავიხსენებ შენს ხელებს,
შენს ღიმილს ოდნავ სევდიანს,
ეს რა უწყალო ყოფილხარ,
რა ვაგლახ მომნატრებიხარ.


No comments:

Post a Comment