როგორ არ მიყვარდე, როცა შენც გიყვარვარ,
გიყვარვარ და ბევრჯერ ღალატსაც მპატიობ,
მე პოეზიაზე ვარ ჯვარდაწერილი,
შენ კი ამ პრიზმაში ვერ ტოვებ ამბიონს.
და საით მივყავდი ლექსების სტრიქონებს,
სად არ მატარებდა, დავფარე მანძილი,
შენ კი გამუდმებივით იქავე მელოდი,
ბრმა მელომანივით ლექსებზე აცრილი.
და მაინც ჩვენ ორნი ერთისთვის შექმნილნი,
მუზების ღმერთებთან ავდივართ გზაწვრილით,
მე პოეზიაზე კვლავ ჯვარდაწერილი, ~
შენ კი ბახუსივით ხუმარა ყმაწვილი..
No comments:
Post a Comment