ამირან, უსუპის დედამ
გიმღერა იავნანები...
დევგმირად ვინაც გაგზარდა,
იმ დედას ვეთაყვანები.
ძმათ ერთგულება გასწავლა,
და სიტკბო თანადგომისა,
მტრისათვის მტრულად დახვედრა,
რიგი და წესი ომისა!
ომია ჩვენი ცხოვრება,
აბა, რაით არ ომია,
თუ ტყვიებს ჯერ არ გვესვრიან,
გულში შხამ-ისრებს გვესვრიან.
გადახვეწილხართ ქვეყნიდან,
სხვა მიწას მიებარენით,
აბა, რაით არ ომია,
ენას ივიწყებს ქართველი,
მაგრამ თქვენ დგახართ სხვის მიწას
ქართველის ხსნად და იმედად,
ღმერთმა თქვენ მოგცეთ დიდი დღე,
აგახმიანოთ სიმებად!.
No comments:
Post a Comment