Friday, July 16, 2021

ოფელიას!

სიყვარულისგანაც კვდებიან ხანდახან,
როცა აღარაა ქვეყნად სხვა საშველი,
შენ, შეწირულო წრფელ გრძნობებს, ოფელია
დაგტირი, მხურვალე ცრემლების დადენით.

სამყაროს მარადი მწუხრი მოჰფენია,
მთოვარე გაყინულ თვალებში ჩაგცქერის, 
მონასტრის ბილიკებს ხავსი მოსდებია,
სისხლი მორევია სასახლის ქვაფენილს.

ქვეყანაც თითქოს და სისხლის მორევია,
მხოლოდ შენა ხედავ ცის ნათელს თავზევით,
შენ ჩემო  ბედკრულო, ერთგულო ოფელია,
თავი რად გასწირე, სიკვდილით რა ჰქენი?!

მეორე ვარიანტი:
1 . ყველას ცხოვრება ხომ წუთისოფელია, ხშირად აღარაა ქვეყნად სხვა საშველი , თავი ანაცვალე გრძნობებს ოფელია , ჩვენ კი დაგვიტოვე ცრემლი და ნაღველი. 2 . თითქოსდა სევდისგან შუქი მოჰკლებია , მთვარის სხივს , გაყინულ თვალებში ჩაფენილს , მონასტრის ბილიკებს ხავსი მოსდებია , სისხლი ამჩნევია სასახლის ქვაფენილს . 3 . ყოფნა -- არყოფნაც ხომ განუყოფელია ... ბედმა რად გარგუნა ტკივილი ამდენი , შენ , ჩემო ბედკრულო , ერთგულო ოფელია , შენი თავგანწირვით ნეტავი რა ჰქენი ?
მაია დიაკონიძე
16.07.2021 წელი



No comments:

Post a Comment