მე შენი სუნთქვით ავივსე
სისხლი, სავსეა ჟანგბადით,
შენ გული გამიხალისე
სიტყვა მითხარი ათასი
თბილი, პირიმზეს მამსგავსე,
ავყევ მთებისკენ მოლებსა,
ვაჟო, ეგ შენი თვალები,
სილურჯით შემაღონებსა,
ყველა ღიღილო დავკრიფე,
მივეც ნაბდისა მქსოველსა,
მოგახვევ, ჩემნი ყვავილნი
მოგიმატებენ ღონესა.
No comments:
Post a Comment