Friday, July 23, 2021

დღეს ღამით, წერილები (სატრფიალო)

წერილი 1.
დღეს ღამით სუნთქვა გავხდები შენი,
შენი სურვილის ახდენა წამით,
არ მითხრა დღესაც, არ მინატროო,
გავცუროთ წყალში აფრიან ნავით.
ტუჩს დაგიფარავს წვეთები ზღვის წყლის,
მარილიანი ექნება გემო,
ბაგეებს შენსას, მლაშეს და მწარეს,
დავეწაფები მწყურვალი, ჩემო.
_______________________________________
წერილი 2.
ამ ღამეს დიდხანს გელოდი,
შენ კი ისევ არ მოხვედი,
მივდივარ, ნუთუ ვერა გრძნობ,
ზეციერს ვუახლოვდები.
შენ ჩემი ტანჯვა არ გესმის,
მივხვდი, რომ სულ არ გიყვარვარ,
ყველაზე მეტად ესა მკლავს,
ტკივილებს გულში ვინახავ.
ნუთუ ვერ გავხდი, ვაჟაუ,
შენი მოსაწონ-საფერო,
აფერუმ შენს ვაჟკაცობას,
ქალს მორევიხარ, აფერუმ!
მაია დიაკონიძე
23.07. 2021წ

No comments:

Post a Comment