არ ვიცი, ეს გრძნობა საიდან მოვიდა
და აქვს თუ არა აქვს ამ ქვეყნად საზღვარი,
მე უფრო სიგიჟეს, სიშლეგეს ვადარებ,
დიდი თუ პატარა ჰყავს თავის ამქარში.
უეცრად იელვებს და გულში შემოდის,
მუხტები თავს იყრის ჯგუფებად, გროვებად,
იმპულსებს იძლევა სიცილის, ტირილის,
წვიმას კი ხანდახან ქუხილიც მოჰყვება.
გვასველებს წვიმა და თავს მაინც ლაღად ვგრძნობთ,
ხან თითქოს შხამია, უფრო კი ბადაგი,
და მაინც გვიყვარს და ბედნიერნი ვართ,
რომ მისი გვჯერა და ბოლომდე გენდობით.
No comments:
Post a Comment