ზღაპარი (ვაჟა-ფშაველას)
ლურჯია ჩემი ზღაპარი,
შიგ ჯადოსნური რაშებით,
ჭენებით ჩამოივლიან
სულ მზეჭაბუკი ვაჟები.
მათ შორის ერთი იქნება
ბრძენი, ჭკვიანი მინდია...
რომელსაც ,,სიბრძნე~ სიცრუის"
ტვირთი ბეჭებზე ჰკიდია.
ისა გრძნობს, წუთისოფელი
ნათელია თუ ბინდია ...
სწორედ ის ერთი მიყვარს და
სწორედ ის ერთი
მ ი ნ დ ი ა !
მაია დიაკონიძე
13.07.2021წელი
No comments:
Post a Comment