Wednesday, July 14, 2021

მეყვარები მუდამ, მარადის...

სასურველი ხარ, მეყვარები მუდამ, მარადის, 
შენი ფიქრები, ოცნებები ტანზე მაცვია
და ღამის ბნელში სახეს ვიღებ ნაზი ქიმერის,
რომ შენ გეწვიო, გითხრა, კარგო, მწადხარ ძალიან.
სალი კდიდანაც მთვარესავით ჩამოვცურდები
და შენს დიდ მკერდზე დავივანებ,  როგორც სიზმარი,
არიადნე ვარ, შენ კი ჩემი გმირი თესევსი,
და ჩემი გრძნობით მთელ სხეულში შემოგისახლდი..

No comments:

Post a Comment