იქნებ
და...
იქნებ
და აღარ გიყვარვარ,
იქნებ
და გადაგიყვარდი,
ჩემს
გულს ეჭვების ჭია ხრავს,
ძირს
დავშვებულვარ მიწამდი,
შავი
მოცურავს არაგვი,
ღამეზედ
უფრო შავია,
ნისლები
თავმობურული
ცაში
ფიქრებად ადიან,
მზის
სხივად გადავიქცევი,
სახლში
გეწვვი დილიდან,
გულს
დაგიარო, გაგათბო,
გითხრა,
თუ როგორ მინდიხარ.
No comments:
Post a Comment