ბევრი ნათურა, ლამაზი ჭაღი
ბრჭყვიალებს, ბრწყინავს
და ვალსის ჰანგი,
ვცეკვავთ და ვბრუნავთ,
მთვრალები ბანგით.
ვცეკვავთ და ვბრუნავთ
მთვრალები ბანგით.
მე თეთრი კაბა, შენ შავი ფრაკი,
ბრჭყვიალებს, ბრუნავს
ბრები და ჭაღიც,
ჩვენ გარშემო კი
მილეთის ხალხი,
მოგვჩერებია მოშურნე თვალით,
მოგვჩერებია მოშურნე თვალით,
მე თეთრი კაბა, შენ შავი ფრაკი,
მკერდი მკერდს ეძებს,
თვალები თვალებს,
და ისე უცხოდ ნაზია ღამე,
მგონია ცაზე ვარსკვლავებს ვაფენ,
მგონია ცაზე ვარსკვლავებს ვაფენ.
მე თეთრი კაბა, შენ შავი ფრაკი,
ჭაღები, ბრა და
შტრაუსის ვალსი,
ჩემი ოცნების ახდენა წამით,
ვტრიალებთ, ვბრუნავთ
მთვრალები ბანგით.
ვტრიალებთ, ვბრუნავთ
მთვრალები ბანგით.
No comments:
Post a Comment