Thursday, July 8, 2021

სისხლი ხარ ჩემი, სატრფიალო

  სისხლი ხარ ჩემი, ასე ძალუმ რომ მიჩქეფს ძარღვში,

თავბრუსხვევა და სითამამე ვნების და ჟინის,

ხან აღმაფრენა და სამოთხე ტუჩების ღარში,

ხან  ჯოჯოხეთი, - ეჭვისა და ტკივილის სკივრი.

სული ხარ ჩემი, სხეულიდან შენკენ რომ ჟონავს,

გული ხარ ჩემი, შენ გარეშე არ მინდა ყოფნა,

ქარბორბალა და ქარიშხალი, გრიგალი, ტალღა,

შენკენ მოვყავარ და უთუოდ ნამქერში დამფლავს.



No comments:

Post a Comment