Sunday, July 11, 2021

და არ მინდა მეტი არაფერი (სატრფიალო)

 ნეტავ, რატომ მეწურები სისხლად,

როცა შორს ხარ, შენი ხმა არ მესმის,

თითქოს ვიღაც ჩამჩურჩულებს ურცხვად, 

არ უყვარხარ, არ უყვარხარ მეტი..

მაშინ რაზე მეწურები სისხლად,

რატომ კვნესის გულიცა და ხელიც,

ერთი სიტყვა თქვი, თუნდ ერთი სიტყვა, 

და არ მინდა მეტი არაფერი.


No comments:

Post a Comment