Sunday, July 11, 2021

ელგოჯა ციგროშვილის და ჩემი კაფიაობა "ციკლიდან "სალაღობო"

 ც ი კ ლ ი დ ა ნ :

,, ს ა ლ ა ღ ო ბ ო . "
ზ ღ ვ ა ზ ე .
ზ ღ ვ ა ნაპირს ელაციცება ,
პ ლ ა ჟ ზ ე ხალხია მილეთის ...
შ ი შ ვ ლ ე ბ ი ს ცქერა მუქთაა ,
ყიდვა არ უნდა ბილეთის ,
მ ე ... თ ვ ა ლ ი არსად გამირბის , ~
ცქერა მკმარია იმ ე რ თ ი ს !
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ . თესალონიკი.
8 . 07 . 2019 წელი.
მარტო ცქერა რომ არ კმარა?!
მიდი მოკიდე ხელია,
ბედი თამამებს თუ სწყალობს,
იქნება შენი ჯერია!
მაია დიაკონიძე
ქ. თბილისი,
8-07-2021
კაფიის პასუხად მაიას .
( ფშაურ კილოზე .)
1 . არის ფშაური ანდაზა ,
სიბრძნეს მოვიხმარ ძველსაო :
,, წააქეზიან ძუკნაი ,
შააჭმივიან მგელსაო !"
2 . თქვენ წაქეზებით , მაიავ,
ვიღაცა მამწყვეტს წელსაო ,
პლიაჟზე თავს მე ვერ შავირცხვენ ,
ვერც შავუბრუნებ ხელსაო ...
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ . თესალონიკი.
8 . 07 . 2021 წელი.
ეგ, ვაჟო, როგორ იფიქრე,
შაგაჭმევინო მგელსაო,
მეგონა, სიკეთეს ვამბობ,
გამოიღებდი ხელსაო,
თუ ეგეთ მშიშარ ყოფილხარ,
მით ავხსნი ყველაფერსაო!
მაია დიაკონიძე
ქ. თბილისი
08. 07. 2021წ.
კაფიის პასუხად
მაია დიაკონიძეს .
(ფშაურ კილოზე .)
1. მშიშარა სულაც არა ვარ ,
გაზდილი შოთას ლექსითა ,
ზნეობის ვიცავ კანონებს , ~
თავის რიგით და წესითა .
2 . არ მიყვარს არვის სინაგლე ,
თავს ვერც ვაკადრებ ამასა ,
გადებული მაქვს ქალებთან
ჩემი ზნეობის თამასა.
3 . ვნების ღადარიც რომ მწვავდეს ,
მახრჩობდეს ტრფობის წყურვილი ...
ძალით არ მოვეფერები,
თუ ქალს არა აქვს სურვილი.
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ . თესალონიკი.
8 . 07 . 2021 წელი.
ზნეობა არ დაიცვაო, მაგას მე როგორ გეტყოდი,
მამაპაპურ წესს, რომ იცავ, ამასაც კარგად ვუწყოდი,
სითამამე კი ვაჟკაცსა აძლევს პეწსა და ეშხსაო,
სიმორცხვე ქალის საქმეა, ესმის ყრუსა და ბეცსაო.
არც იმას გეტყვი, ქალებთან გადადი წესს და რიგსაო,
თუ თავი არ დაანახე, ვინ დაგინახავს ნიჭსაო,
ვნებით თუ იწვი და მალავ, არც ეგ მიმაჩნის სწორადო,
ღადარი თუ არ გაქექე, ვერც იმ ქალს დაწვავ ცოცხლადო.
მაია დიაკონიძე
ქ. თბილისი
08.07. 2021წელი
კაფიის პასუხად
მაიას .
(ფშაურ კილოზე .)
თუ რამე გასარკვევია ,
ხალხურ სიბრძნეა
უდაო ...
ბალღობიდანვე
მასწავლეს , ~
,,ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს
მ ა ლ ვ ა უნდაო !"
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ . თესალონიკი.
9 . 07 . 2021 წელი.
სიყვარულს მალვა უნდაო ,"~
ვის უნდა გრძნობა ნამალი?!
სატრფოსთვის სიტყვა "მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !" ~
არის პირველი წამალი!
მაია დიაკონიძე
ქ. თბილისი,
09-07-2021წ.

ც ი კ ლ ი დ ა ნ :
,, ოდა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს ! "
,, სიყვარულსა მ ა ლ ვ ა
უნდა ? ! "
1 . დ რ ო ც ა და მ ა ნ ძ ი ლ ი ც
თვით ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა !
ხან ს ა მ ყ ა რ ო ს იტევს ,
ხან გ უ ლ შ ი ეტევა ...
როდესაც გრძნობებში
გარკვევა რთულია ,
გვკარნახობს , რა გვიჯობს : ~
,, მ ა ლ ვ ა " თუ შ ე ტ ე ვ ა !
2 . შენ ,, მ ი ტ ე ვ ," მე თ ე თ რ ი
ა ლ ა მ ი ავწიე ,
თურმე დ ა ნ ე ბ ე ბ ა ც
ყოფილა საამო ...
საოცრად ნეტარი
ფიქრები მაწვიე , ~
გ ა ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ა ვ დ ა
დილა და საღამო .
3 . ვენდობი შენს თვალებს ,
უმანკოს , ალალებს
და ... მონატრებულებს
ვნებიან კოცნების ,
დაუშვებ სარკმლიდან
ქარვისფერ დ ა ლ ა ლ ე ბ ს ,
ს ი ზ მ რ ე ბ შ ი გეწვევი
რ ა ი ნ დ ა დ ო ც ნ ე ბ ი ს !
4 . ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს გზა~ფართო ,
ვარდნარის ბილიკი ,
ის ხომ სამყაროში
ყველასთვის ერთია ...
ვაქოთ და ვადიდოთ ,
არ შვენის ქილიკი ,
ვერც გ უ ლ შ ი დამალავ , ~
ი ს თავად ღ მ ე რ თ ი ა !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
12 . 07 . 2021 წელი .

No comments:

Post a Comment