გელოდები, გელოდები, მოდი,
თორემ გული თმენით დაიღალა,
შენ ხარ სულში ჩახლართული მთვარე,
ტოტებშუა ოცნებად რომ დარჩა.
ნუთუ აღარ გენატრები სრულად,
არ მოგესმის შენ ჩურჩული ქართა,
შენთან ახლოს ლერწამი რომ კვნესის,
ჩემი გულის ხმა ზღვამ მოგიტანა.
No comments:
Post a Comment