Friday, April 16, 2021

არაფერი გამომდის (სიმღერა, დაწერა და შეასრულა მაია სიჭინავამ)


რასაც ხელი მოვკიდე,
არაფერი გამომდის,
მზე კი ამასობაში
ზე ადის და ჩამოდის,
ხან დღე არის მცხუნვარე,
ხან ღამე და ქარია,
ჩემი ფანჯრის ღიჭოში
ასრულებენ არიას
ჭრიჭინების ანსამბლი
და დიდთვალა კალია,
დამრჩა ველზე სამკალი,
უკვე კარგა ხანია,
მზე კი ამასობაში
ზე ადის და ჩამოდის,
ტყუილუბრალოდ ვიცხოვრე,
მგონი, ასე გამოდის!

No comments:

Post a Comment