Friday, April 16, 2021

9 აპრილი - ჩვენი დიდი ტკივილი

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არ შემიძლია დღეს 9 აპრილზე არ დავწერო და არ გავახსენო ის ახალგაზრდები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებას შეეწირნენ, დიდება მათ ხსოვნას. ეს დღე ჩვენი ტკივილიცაა და ჩვენი დიდებაც, როცა ერთ სულ, ერთ ხორც ვიყავით მთელი ერი! გვაპატიოს ღმერთმა, თუ რამე არასწორედ გავაკეთეთ. ახლა ლექსიც ჩავწერე, ვუძღვნი მათ ნათელ სულებს, მათ ტკივილს, მათ განცდებს:
"პატიება"
არ მაღელვებდა მეხი და ქარი,
არა მტკიოდა ნაფლეთ-ნაკაწრი,
იმ დღეს, იმ ღამეს, იმ წუთას, იმ წამს,
ჯალათის ცრემლებს ჩემში ვმალავდი.
სიტურფეს ჩემსას ისიც ხედავდა,
არ სურდა ჩემი მოკვლა-გასრესა
და უცნაურმა ბედმა და ხვედრმა
მისი თვალები შემომაფეთა.
იმ დღეს, იმ ღამეს, იმ წუთას, იმ წამს
ვემსხვერპლე სიონს, კრავი პატარა,
და პატიების დიდმა სურვილმა
ჩემში სინათლის შუქი გაშალა.
მაია დიაკონიძე
May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი, გარეთ და ტექსტი
Sofio Chelidze, Ия Диаконидзе და 37 სხვა
14 კომენტარი
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

No comments:

Post a Comment