ვგრძნობ, რომ გული ზევით ცისკენ იწევს,
ვეხვეწები, ჯერ არ გამიფრინდე,
ადრე არის, მოიცადე კიდევ.არ შეერთო თვალუწვდენელ ბინდებს.
სანამ კიდევ ტკბები გაზაფხულით,
სანამ კიდევ ვარდ-ყვავილობს სული,
სანამ მოჩანს გვირილების ველი
და სიყვარულს კიდევ განცდით ელი.
მოიცადე, მოიცადე კიდევ,
დაელოდე ყაბაჩას და რიდეს,
უკეთესი ვით ინატრო ძღვენი,
ტარიელის ამბორივით ცხელი,
მერე, მხოლოდ ამის მერე წადი,
შეიკაზმე სადედოფლო რაში,
და აჰყევი ღრუბლებს ზევით ცაში.
დაბრკოლებებს შენ არ შეუშინდე,
მოიარე ვარსკვლავების კიდე,
ხელით მიწვდი მზესაცა და მთვარეს,
მთავარია, სულ მუდამ გიყვარდეს
No comments:
Post a Comment