გოგონა ქოლგით (ნიკოლოზ ქურდაძის ნახატის მიხედვით ჩაწერილი)
გოგონამ ქოლგით პაწაწინა ჩიტი შენიშნა,
ჩამოვარდნილი ხმელ ფოთლებში სადღაც ზევიდან,
ფრთა მოსტეხოდა უფაქიზესს, თეთრი ბუმბულით,
რა ჩიტი იყო? იქნებ იყო ნაზი ბულბული?!
აიყვანა და ლაღ თითებში ის მოაქცია,
მერე სახლშიაც წაიყვანა, არ გააცია,
ბუხართან დაჯდა, სიყვარულის ცეცხლით გაათბო,
გაზაფხულზე კი როცა ზეცამ სხივი აანთო,
ჩიტი გაფრინდა და ლურჯ ცაში დღესაც ნავარდობს.
მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment