ამურმა ალმური მომინთო,
ზეცაში კვამლივით ავეშვი,
შენ გულს რომ არ მიხსნი, თადეოზ,
ნეტავ, თუ ფიქრი გკლავს სხვა ვერხვის.
შემხედე, არც მე ვარ სხვა ჯიშის,
სხივებში ქათქათა თეთრი ვარ,
შენ თუ ის მეორე გიბამს თვალს,
მე მასზე გრძნობებით მეტი ვარ.
მასველებს რიონის ზვირთები,
ფესვებით ზღვის წყალში ვნანაობ,
მომხედე, მდუმარედ თადეოზ,
მე ისევ ღრუბლებთან ვთამაშობ.
არ მინდა სხვა მიწა, სხვა ზეცა,
მე შენი ღიმილი მჭირდება,
და იმას ნუ დამიხვალიებ,
ცრემლებიც ნუ გაგიკვირდება!
მეორე ვარიანტი:
არ მინდა სხვა მიწა, სხვა ზეცა,
ცრემლებიც ნუ გაგიკვირდება,
გთხოვ, იმას ნუ დამიხვალიებ,
რაც ასე ძალიან მჭირდება!
No comments:
Post a Comment