მე რომ მყავდა ყურცქვიტა,
ალბათ, გაგიკვირდებათ,
თეთრი ვაფლი უყვარდა,
შავი მან არ ინება,
განჯინასთან ათევდა,
იქ ჩვენ გვყარაულობდა,
ვაფლი რომ მიგვერთმია,
მხოლდ ესღა უნდოდა.
როგორც მერე გავიგე,
ტკბილი არ შეიძლება,
რომ მიირთვან კურდღლებმა,
დაავადდეს იქნება.
ამიტომაც ვაფლის ჭამა
ავუკრძალე პაწიას,
გაბუტული კი დამრჩა
მერე კარგა ხანია
No comments:
Post a Comment