Wednesday, April 21, 2021

შაირ-კაფიაობა ზურაბ ქობალიასთან

  რა საზომით იზომება ლექსი,

ან რა არის, გრძნობები, რომ მოაქვს,
ერთხელ, მგონი, ზეცასაც კი შევწვდი,
ერთხელ, ეშმა მიკითხავდა მორალს.

ზურაბ ქობალია: ეშმას მორალს ყურს ნე უგდებ,
ზეცას ეწილხვედრო გიჯობს,
ლექსს საზღვარი არსად უდევს,
ქარაშოტობს და თან გიჟობს.


ცხადი არის სიგიჟეა ლექსი,
ვერ გაზომავ საზომით და ნიხრით,
მაგრამ ეშმა ჩვენში მაინც ცხოვრობს,
საქმით არა? აზრებით და ფიქრით.

რა ვქნა, როგორ არ გეთანხმო,
როგორ არ დაგედასტურო?!
ლექსი, აბა, ვინ გაზომოს,
ეშმა მაინც კი გვსტუმრობს.

პოეტს წილი აქვს ეშმაკთან,
აქვს ასევე ღვთიურიცა,
საიდუმლოს ვინ გაგვანდობს,
ლუკმას ეძებს დღიურისას.

სამწუხაროდ, არის ესე,
მართალი ხარ, ცამდე მზირი,
ლუკმას ეძებს ბიჭიც სესე,
არვის ახსოვს დანაპირი...

No comments:

Post a Comment