Tuesday, April 20, 2021

შენ კი არა ჩანხარ! (სატრფიალო, სიმღერა)

 ამიტაცა ქარმა და შორს გამაქანა,

სიყვარულის ღმერთმა სად აღარ მატარა,

მოვიარე მთები, მოვიარე ჭალა,

მაგრამ შენნაირი არ მინახავს არსად,

გიხმობ, გიხმობ, გიხმობ,

დამივიწყე, განა?!

ნუთუ სიყვარული 

დარჩა ფილმის კადრად,

ამიტაცა ქარმა და შორს გამაქანა,

ფოთლად, წვიმად, ვარდად ზეცა მომატარა,

სიყვარულის ცეცხლი არ გამქრალა, არა,

გიხმობ, გიხმობ, გიხმობ,

შენ კი არა ჩანხარ!

სიყვარულის ცეცხლი არ გამქრალა, არა,

გიხმობ, გიხმობ, გიხმობ, 

დამივიწყე, განა?!




No comments:

Post a Comment