სასწაული იყო, მაგრამ ბავშვობაში შაქრიან პურს ვჭამდი ხოლმე, ზედ წყალსაც მოვასხამდი და იმ დღეს აუცილებლად მივიღებდი წერილს დედასგან ან მამასგან, რომლებიც ჩვენ უკრაინაში ბებიასთან გვტოვებდნენ, თვითონ საქართველოში ბრუნდებოდნენ, აბა, სამ თვიან შვებულებას ვინ მისცემდა?! მეც ძალიან რომ მომენატრებოდნენ მშობლები, ეს საიდუმლოება ერთმა გოგონამ მასწავლა, ალბათ, ჯადოქარი თუ იყო, პურის ნაჭერს მოვიჭრიდი, შაქარს მოვაყრიდი, წყალსაც მოვასხამდი, ნეტავ, რა მაჭმევდა?! იმ დღეს თუ არა, მეორე დღეს წერილი გარანტირებული მქონდა. თუ სიზმარში სისხლს ვნახავდი, დედა ან მამა ჩამოვიდოდა. ახლა ვფიქრობ, არსებობს რაღაც უხილავი ძაფები, მშობლებს და შვილებს ერთმანეთთან რომ აკავშირებს და ისინი სიკვდილის მერეც არ იკარგება, ეს კავშირი სამუდამოა, ასე ვფიქრობ და რა ვქნა?!
No comments:
Post a Comment