ერთმა ღიმილმა მომხიბლა
და მანვე იქვე დამადნო,
გული მიქცია ორ ხიდად
ნაპერწკალივით ამანთო.
იმაზე არც კი იფიქრა,
გაუძლებს, ნეტავ, ეს გული?
შემომიტია ფიქრებმა:
ხომ ცოლის ხარო ერთგული?!..
გულმა კი მაინც, მის წილად,
ითოხირაკა, იალა,
ზე აღმიტაცა მიწიდან,
მატრიალ-ამაწრიალა.
მან არ იშალა ღიმილი,
იმ ღიმილითვე დამადნო,
დავდივარ ღიღინ-ღიღინით,
თითქოსდა ბანგმა დამათრო?!
რა მეშველება, არ ვიცი,
ღიმილს როგორ არ შევღიმო?..
მოდივარ, მოვალ, დამიცდი,
შენ, ჩემო გულის ექიმო?!
No comments:
Post a Comment