შეწირულო შვილო და შეწირულო მამაო,
ქვეყანაში ჩვენსაში აცივდა და დაზამთრდა,
იყიდება ყოველი, გაჰყიდიან მამასაც,
გოჯი მიწაც არ გვრჩება, აუწიეთ მაზანდა!
შეწირულო შვილო და შეწირულო მამაო,
აღარ აგაზაფხულდა, არ აყვავდა, არ დათბა,
სისხლით სავსე ჭურვებით აუვსიათ ჭურები,
მიწამ ვეღარ გაუძლო, ნაწილებად გადასკდა.
შეწირულო შვილო და შეწირულო მამულო,
უზნეოთა ხუშტურებს ეს ქვეყანა გადაჰყვა,
მომავალიც არა ჩანს, ძროხაც დაშრა მეწველი,
სამუდამოდ ჩავკეტავთ დარუბანდს და დარაბას.
No comments:
Post a Comment