სისხლისფერი ტუჩები გაქვს,
მზის სხივი გაქვს თვალებში,თმებს გიწეწავს ნიავ-ქარი,
რომ დაგახრჩოს ალერსში.
ყვავილებით შემოწნული
ველი ფეხქვეშ გეგება,
იქნებ ერთხელ შემომხედო,
მაკოცნინო, ეგება.
ქარივით მოგეპარები, ქარივით,
კულულებს მიგიყრ-მოგიყრი,მოგიყრი,
თვალებში მზის შუქს დაგინთებ,
კულულებს მიგიყრ-მოგიყრი,მოგიყრი,
თვალებში მზის შუქს დაგინთებ,
თვალებში მზის შუქს დაგინთებ,
ვაზს ჰგავხარ ახალამოყრილს.
სისხლისფერი ტუჩები გაქვს,
მზის სხივი გაქვს თვალებში,
თმებს გიწეწავს ნიავ-ქარი,
რომ დაგახრჩოს ალერსში.
ყვავილებით შემოწნული
ველი ფეხქვეშ გეგება,
იქნებ ერთხელ შემომხედო,
მაკოცნინო, ეგება.
თმებს გიწეწავს ნიავ-ქარი,
რომ დაგახრჩოს ალერსში.
ყვავილებით შემოწნული
ველი ფეხქვეშ გეგება,
იქნებ ერთხელ შემომხედო,
მაკოცნინო, ეგება.
ყურძნის მტევნებად დაგწურავ,დაგწურავ,
ცრემლი გდიოდეს სიამის, სიამის,როგორც ბარტყს ფრთებქვეშ დაგმალავ,
როგორც ბარტყს, ფრთებქვეშ დაგმალავ,
დაგიკოცნი, დაგიკოცნი ტუჩებს ალუბლის.
დაგიკოცნი, დაგიკოცნი ტუჩებს ალუბლის.
No comments:
Post a Comment