Sunday, March 21, 2021

ახლა შველა მჭირდება (სიმღერა დაწერა მაია სიჭინავამ, ,,მატარებლის ხმა-გუგუნში")

 ჩემ წინ სწრაფად ჩაიქროლეს

ყანებმა და მინდვრებმა,
მატარებლის ხმა-გუგუნში
როგორ მომეწყინება?!
სახლი, სახლი, კიდევ სახლი,
ალუბლების ბაღები,
ნუშებს გადანათებიათ
სიკეთისგან თვალები.
მაპატიეთ, ჩემი მთებო,
მივდივარ და გშორდებით,
ვინც მიყვარდა, აქა რჩება,
ჩემი ტოლი, სწორებიც,
პატიებას აღარც ველი,
ახლა შველა მჭირდება, -
უშენობა, ჩემო მხარევ, 
ვიცი, გამიჭირდება!
ჩემს წინ ისევ მიმორბიან 
სახლები და ბაღები,
ამათ როგორ ვუღალატო, 
ამათ ვენაცვალები,
აქ მელიან, აქა რჩება 
ჩემი გული, თვალები,
ღმერთო უკან დამაბრუნე,
იისფერი ნათებით.


No comments:

Post a Comment