მაია დიაკონიძე:
დავხტივართ და დავრბივართ,
თავს ვიწონებთ "მე"-თი,
"მე" და "მე"-ს რომ გავიძახით,
დაგვერქმევა თხები.
ზურაბ ქობალია:
უფრო ბატკანი მგონიხარ,
ან კიდევ იქნებ, ცხვარი,
თხას რა ხელი აქვს შენთანა,
არ ჩანხარ ეგრე ცხარი...
მაია დიაკონიძე:
ცხარი არა ვარ ნამდვილად,
არც მით უმეტეს, ცხვარი,
კლდეებზე მიყვარს რონინი,
ვგონებ, უფრო ვარ თხაი.
ზურაბ ქობალია:
კლდეებზე მორონინეა
თხის გარდა, კიდევ ჯიხვი,,
ახლა გამიჩნდა იდეა,
დღეს ამას იქით ვითვლი...
ჯეირანიც და არჩვებიც
ლაღად დახტიან კლდეზე,
ბედი რომ მქონდეს არჩევნის,
არ ვინადირებ თხებზე...
მაია დიაკონიძე:
გინდათ თქვათ, არჩვი მჯობია,
ჯეირანი ან ჯიხვი?!
მათზე ნადირობს ამჟამად
ან მამაცი ან ბრიყვი,
თქვენ რომელ კატეგორიას
განეკუთვნებით, იცით?!
ზურაბ ქობალია:
მაგის დადგენას ვცდილობ და
არც მეცილება არვინ,
შენ არ მგონიხარ არც ერთი,
შენ ნახატი ხარ კალმით...
მე მონადირედ ვეხეტე,
მოვვლე კლდენი და ხევნი,
აღარ ვნადირობ აწ უკვე,
დასვენების მაქვს დღენი.
მაია დიაკონიძე:
ნამდვილად, დასვენების დღე
მონადირესაც სჭირდება,
თორემ არ იცი, ხიფათი,
საიდან გამოფრინდება,
ქალიც ხომ ეშმას შვილია,
სილამაზით და სიკარგით,
სჯობს თავი რომ აარიდოთ,
ელანძე არის ხიფათი.
ზურაბ ქობალია:
ქალი თუ ეშმას შვილია,
ვერ ვიფიქრებდი, მეტწილად
ნაქანდაკარი მეგონა
ჩემივ გულ-მკერდის ნეკნიდან!..
ვფიქრობდი, ჩავიხუტებდი,
დავაბრუნებდი მის ალაგს,
ხიფათზე ვერც ვიფიქრებდი,
აწი აღვმართავ თეთრ ალამს!..
მაია დიაკონიძე:
თეთრი ალამის აღმართვა
ნამდვიალად უპრიანია,
ქალი თან კაცის ნეკნია,
თან ჯოჯოხეთის ალია,
მასთან ხუმრობას არ გირჩევ,
რომ გაგაფრთხილო ვალია,
მოგინადირებს, დაგნაცრავს,
მასზედ ნუ მიგდის თვალია.
ზურაბ ქობალია:
ეჰ, ჩემო კეთილმსურველო,
მივიღე რჩევა მე შენი,
როგორც წესი და რიგია,
როგორც ეგ რაინდს შეჰშვენის.
თუმც უკვე დანაცრული ვარ,
გულს დაკოდილი ნადირი,
ხუმრობის, აბა, რას მამჩნევ?!.
ისე ვთქვი ჩემი წადილი...
არ მინდა ისე მოვიქცე,
თვალ ვერ გისწორო ხვალ დილით,
ჩემო ნეკნოვ და ტკივილო,
გამოგვისწორდეს ამინდი!..
მაია დიაკონიძე:
გამოსწორდება ამინდი,
გარეთ ხომ გაზაფხულია,
აყვავილდება ყვავილნი,
მათ მიეც შენი გულია.
ზურაბ ქობალია:
გმადლობ, რომ მამისამართებ,
თუმც, გული თავად იელვებს,
თავადაც იცის ვის ეძღვნას:
ვარდებს, ქალებს თუ იელებს!..
მაია დიაკონიძე:
მართალსა ბრძანებთ, ეგ გული
ვის უძღვნათ,თქვენი საქმეა,
ჩემი გული კი სხვას ვუძღვენ,
ნაღდი და ფაისაღია.
No comments:
Post a Comment