Wednesday, March 24, 2021

ერთსტროფიანები

 სამყაროს ვუწყობ ფეხს თუ

სამყარო მიწყობს,
ვცეკვავთ ძველ ტვისტს 
და ახლებურ ჰიპ ჰოპს.

ტაში-ტუშის დრო გავიდა, 
გადავიდეთ საქმეზე, 
თორემ მტერი აქაც მოვა, 
ჯაჭვს დაგვახვევს მაჯებზე.

აღარ ვბრწყინავ ვარსკვლავივით,
დრომ ჩააქრო ნათელი,
ღმერთმა ძალა დამიტოვა, 
სხვისთვის ვანთო სანთელი.

თეთრზე, ვხედავ, შავს ამბობენ, 
შავზე თეთრს და ჭრელზე - ბაცს, 
აირია "რამსებიო", იღუპება ქვეყანაც

No comments:

Post a Comment