შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი, ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული, და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული.
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი, ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
No comments:
Post a Comment