Saturday, March 27, 2021

ერთსტროფიანები

 

ვერც მაქსიში ვერ ვივარგე

და ვერც მინი მოვირგე,

მწვერვალების დასაპყრობად
გზას ვუთმობ მე დობილებს.

ჩემს გულ-მკერდზე 
გადავლილო 
სიცოცხლევ, 
მშვენიერი 
ვერაფრით ვერ გიწოდე.

გულო, სიყვარულს ეძებდი, ქარში, წვიმაში, თოვლში, ხედავ, რომ ისიც ფული ღირს, მე არ მაქვს ერთი გროშიც.


და მე, შეჩვეულს გრიგალებს, ქარებს, ერთმა ნიავმა ამიწვა თვალი.


სანამ ცოცხალი ვარ,
მანამ მომეფერეთ,
თორემ შევერთვები 
ლამაზ ეფემერებს, 
ვიღას დაუძახებთ: 
"მერე, მერე, მერე!"



No comments:

Post a Comment