ანას
/ფშაურ კილოზე/
ჭკვიანი გვყევხარ,-- ანაო,
პაპა გიწონებს ქცევასა..
ასი ათასჯერ სჯობიხარ,
ჩვენს დიდ წინაპარს,-- ევასა..
მუდამ სიფრთხილე სჯობია,
ბოლოს მუშტების ქნევასა..
დროა ახალი მძახლები
იკონტროლებდნენ წნევასა...
პატ. შენი ძია--პაპა
გელა ციგროშვილი
23.08.19.
========================================== ექსპრომტად
ანა~ბაიას და გელა~„ძია~პაპას.“
სურათის კომენტარად.
(ფშაურ კილოზე.)
1.გელავ,მძახლებზე ნუ სდარდობ,
დროა,ლესავდე დანასა,
ნურასდროს ნუ დაივიწყებ
ბიბლიურ ანაბანასა.
2.მე გველი მუდამ მაგონებს~
ეშმაკსა და სატანასა,
გააფრთხილოდი ზურაი,
ეხლა ერიდოს ანასა.
3.ყველას გაფრთხილებთ,მიტომ ვარ
ლაოკოონის მე რანგში...
იქნებ ეგ გველი „ვაშლს“ მალავს
თავის მოხატულ პერანგში.
4.ეხლა ზურაც რომ გამოჩნდეს,
საქმე მოხდება მანდ ავი,
ვფრთხილობ,რომ არ განმეორდეს,
სამოთხის ბაღის ამბავი.
ელგუჯა ციგროშვილი.(გუჯა „ძია~პაპა.“)
ქ.თესალონიკი. 24.08.2019 წელი.
==============================
პასუხად..გუჯას
ხურჯინში დაიმარაგე,
რითმები გაუხარჯავი,..
მულებს სჭირდებათ ხერხები,
რძლების გამოსაკვანძავი..
,,ხო იცი წინა კაც როა,
უკანა კაცის ხიდადა"
შიში არც ზურამ არ იცის
ეგ არ ადარდებს დიდადა..
მეუღლეც ანას ჯუფთია,
ვიცი ჯერ თვითონ სცდიდა, და..
თვით ზურა იღებს ამ სურათს,
ანაც მიტოა მშვიდადა...
გელა.
23.08.19წ
==================================
კაფიის პასუხად გელას.
(ფშაურ კილოზე.)
1.,,არ ტირის ფრთხილის დედაო",~
რამდენი რამის მთქმელია...
გველმა რაც ერთხელ ,,იგველა"
მრავალათასი წელია,
2. მე მაინც სიფრთხილეს გირჩევთ,~
ეს სიბრძნე ძველისძველია:
,,გველმა თუნდ კანი იცვალოს,
მუდამ დარჩება გველია!"
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 25.08.2019 წელი.
Monday, April 22, 2024
კაფიობა: გელა და ელგუჯა ციგროშვილები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment