ქალის ჭკუა
სულ მაინტერესებდა, რაში მდგომარეობს ქალის ჭკუა?! ბევრი, ჩემი გაგებით, ჭკვიანი და ლამაზი ქალი მინახავს ოჯახში დაჩაგრული, მიწასთან გასწორებული, ლაფში ამოსვრილი, ნაღალატარი, თანაც მათზე შეუხედავ, ულამაზო ქალებთან. ყველაფერს ითმენენ. ერთხელ მახსოვს, ერთ ქალს ვკითხე, როგორ შეგიძლია, ეს ყველაფერი აიტანო მეთქი. მიპასუხა: იმ დროს ვფიქრობ, რომ ექიმი ავადმყოფზე არ უნდა გაბრაზდეს და ვმშვიდდებიო. რამდენ არაფრით გამორჩეულ ქალს კიდევ ხელში აყვანილს დაატარებენ, ვარდ-ყვავი;ლს არ აკლებენ.
სად მარხია ძაღლის თავი?! ახლა ვხვდები, რომ იმათ ექცევიან კარგად, ვინც უყვართ. და არა აქვს მნიშვნელობა: ლამაზი ხარ თუ ნაკლებად ლამაზი, განათლებული თუ გაუნათლებელი, ჭკვიანი თუ სულელი, მთავარია უყვარდეთ. ტყუილად არ უთქვამთ, ვისაც ვინ უყვარს, იმისი ლამაზიც ის არისო.
ქალებო, გისურვებთ ბედნიერებას, თქვენ ამას იმსახურებთ!
No comments:
Post a Comment