არაფრისმთქმელია შენს ზურგზე ხელები,
იქნება ისინი სხვა ხელებს ელიან,
სხვას ელოდებიან გრძნობაგახელებით.
ირწევი, ტრიალებ იმ ღერძის გარშემო,
იქნება ტრიალი სულაც არ გინდოდა,
და სულის ფორიაქს იტოვებ საშენოდ,
დუმილს და არათქმას – უცილო პირობად.
ჩუმად კი მუსკის ჰანგებში ეხვევი,
ტრიალებს სამყარო ვით მზე და ზვარაკი,
რომელსაც სწირავდი სხვა ხელთა შეხებით,
დღეს ,,შენი" თვალები უხდიან პარაკლისს.
.
No comments:
Post a Comment