შაირ – კაფიობა (ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, ნინო სპანდერაშვილი, დარეჯან ჯელაძე, გიგლა ჭინჭარაული, გელა ციგროშვილი, ნათელა ციგროშვილი, თამრიკო მგელაძე, ნელი აფციაური, ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია, ზურაბ პაპიაშვილი)
ციკლიდან: „ჩემი საათი ცოტა წინ არი!“
სალაღობო
ჩემს თვალში ყველა ქალი ლამაზობთ,
გაქვთ ტკბილი ბაგე, თვალები მწველი...
ვინმემ რომ ვაშლი შემომთავაზოთ,~
ჩემი ცდუნება არ არის ძნელი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ.თესალონიკი, 02.08.2017 წელი
***********************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
არც ვის ცდუნება არაა ძნელი,
თან თუ ვაშლია ძალიან ტკბილი,
საკითხავია ერთი რამ მარტო,
თუ შეგრჩა ნეტა სავაშლე კბილი?
ეკა ჯავახიშვილი
**************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
ლოყაწითელა ვაშლისთვის,
კბილები გაიპრიალე,
თუ კი ვერ შევძლებ ცდუნებას,
ვაშლი ხომ გავაპიარე
ნინო სპანდერაშვილი
****************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
კაცის ცდუნებას რად უნდა ვაშლი,
ქალი ისეც ხომ კაცის ხვედრია,
ვაშლს ბევრა არ ჭამს, მაგრამ უარი?
ქალზე რომ ეთქვათ, არ შემხვედრია.
დარეჯან ჯელაძე
****************************************************
კაფიის პასუხად ეკას:
(ფშაურ კილოზე)
1.უფალო, ეხლა შენ შემეწიე,
გროვდება ცოდვა, – ახალი, ძველი...
მოდი, შენ შენი ვაშლით მეწვიე,
კბილის მოსინჯვა არაა ძნელი!
2.კაფიამ გული გამიხალისა,
გამომისწორდა უცებ გუნება,
კბილებიც ისე მოლესილი მაქვს,
ბევრ „ვაშლს“ მოუწევს ჩახრამუნება.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 8 მარტი, 2018 წელი
******************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
შენ თვალს ვერ ამოირიდებ,
არა გაქვს მაგის მიზანი,
მეშვიდე მცნება დაიცავ,
ხარ უცხო ქვეყნის ხიზანი,
რასაც ჩემ ბაღი დაისხამს,
მთელ ვაშლს მანდ გამაგიგზავნი.
გიგლა ჭინჭარაული
********************************************************
კაფიის პასუხად გიგლა ჭიჭარაულს!
ვაშლი კარგია, გორული,
რა უჭირს, იყოს კახური,
თუ ვირტუალურ სივრცეში
არაა გამოსახული.
ვერც ჯეჯელავას ვაშლები
გახდება გუჯას მიზანი.
რეალურ ქალთა ცდუნებას
ელის ელინთა ხიზანი.
ნინო სპანდერაშვილი
*********************************************************
კაფიის პასუხად ნინოს!
(ფშაურ კილოზე)
1.ვაშლის პიარიც საქმეა,
ბდღვრიალებს როგორც ყაყაჩო,
ეგ ნაღდად სამოთხურია,
კინაღამ ნერწყვმა დამახრჩო.
2.ადამი პირველი ცდუნდა,
ყველა კაცი ვართ შემდეგი...
თქვენ მაინც თქვენი ეცადეთ,
ცდას მუდამა აქვს შედეგი!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი, 8 მარტი, 2018 წელი
*********************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
ცდა ბედის მონახევრეა,
ყველა თავის ბედს თავად ქმნის,
გასავლელი გზის ნახევარს,
ვშიშობ, შედეგი გარდაქმნის.
ნინო სპანდერაშვილი
**********************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
ჩვენ ლექსი წამოვაფიფქეთ,
უცებ გვესროლე გუნდები
შენ რომ ვაშლ ჩაახრამუნებ,
სიცილით გავიგუდები.
ემანდ რომ მიწვევ დიდგულზე,
გაგიწყდა ძარღვი რიდისო.
ვაშლის მჭამელი ვაშლს კი არ
ეძახის, თვითონ მიდისო.
მაგ ,,ალესილი" კბილებით
ვერც შემექცევი ნახევარს,
სხვა უფრო მწიფე მონახე,
შენთვის ძალიან მკვახე ვარ.
არ მოგჭრა კბილი და ეგაც
არ გამიხადო სადარდი,
ნაყოფს შორიდან უყურე
და ვაშლის წვენზე გადადი.
ეკა ჯავახიშვილი
***************************************************************
კაფიის პასუხად ეკას!
(ფშაურ კილოზე)
1.შენი „სიმკვახე“, თავადო,
შენ კაფიასაც ეტყობა,
„სამოთხურ ცდუნება“ მსურდა,
ხელი იქაც არ მეწყობა.
2.მე „მკვახე“ ვაშლის შაჭმისა
არც შიში მაქვ და არც რიდი,
ადრეც მიჭამავ, გემოსთვი
ბლომად მარილსაც ვაყრიდი.
3.ეხლაც საკმაოდ შევიგრძენ,
„სიტკბო“ შენ მწარე ენისა,
ვფიქრობ, მომიწევს გასინჯვა,
მაგ „მკვახე ვაშლის“ წვენისა.
4.„შე მკვახევ“, ჭკვიანად იყავ,
არ დაგაყარო მარილი,
თორო ვერც ახლოურ გიშველს
და ვერც იმის „მზის არილი“.
5.მგელაძეც მეცა მგელივით,
მაგას კბენას რას დაუშლი...
ნერვებ საერთოდ არა აქვ
და მე საიდან აუშლი?
ელგუჯა ციგროშვილი
***********************************************************
კაფიის პასუხად გიგლა ჭინჭარაულს!
(ფშაურ კილოზე.)
1.ეკამ რო კბილებ მილექსა,
განა ჭორი და ცრუ არი,
არ გავიჩერე პირშია, –
კბილებ თქვენ მოსატყუარი;
2.ერთ ბაღ ვაშლს სულ მე მთავაზობ,
როგორ შაგკადრო უარი,
დიდ მადლობელიც დაგრჩები, –
შენ ბაღ ს ა მ ო თ ხ ე თუ არი;
3.თუ არა, ჩემიც ბევრი მაქვ
აზრები გაუფუარი...
უბრალო ვაშლებ, ჩემ მურგვალთ,
თავზე საყრელად სუ არი!
ელგუჯა ციგროშვილი
*******************************************************************
კაფიის პასუხად ნინოს!
(ფშაურ კილოზე)
1.ნინოს ენაცვლოს ძმობილი,
პასუხ მოგართვი გვიანი...
მე რომ ვიღაცა ვაცდუნო,
არა ვარ ეგრე ჭკვიანი;
2.სულ ვცდილობ, ჩემი მიზეზით,
არავინ ნახოს ზიანი,
მე სამოთხის ვაშლ რომც მამცენ, –
ნაღდად იქნება ჭიანი!
ელგუჯა ციგროშვილი
***********************************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
რას ატეხილხარ, შე კაცო,
რაღა დროს შენი ვაშლია,
გაბედულად რომ გაკოცონ,
სულ ნაწილებად დაგშლიან.
ემანდ ჭკვიანად იყავი,
ჭამე ფაფა და პავიდლო,
მარილს ვაშლს როცა აყრიდი
წავიდა უკვე მაგი დრო.
ეკა ჯავახიშვილი
*************************************************************************
კაფიის პასუხად ეკას!
(ფშაურ კილოზე)
1.მავნე ენა გაქვთ ქალებსა,
შენც იმათს მისდევ ჩვევასა,
ვატყობ ცოტაღა უკლია,
ქალავ შენ გადარევასა;
2.არც გულს ვუჩივი ლამაზო,
არც მაღალ – დაბალ წნევასა,
„შამცდარ“ ადამთან ბალღი ვარ,
თუ გინდა ჰკითხე ევასა.
3.ჩემ ასაკს ტყუილადა ჰკბენ,
ენას იჩლექ და სტიტინობ...
ხანდახან პასპორტს ჩაჰხედე,
აღუუუ, ნეკზე არ მიკბინო!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 9 მარტი, 2018 წელი
**********************************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
კბილებ ნუ ამალესინებ,
საკბენი შენც გაქ ბლომადა,
თუმცა კი გაღიარებენ
,,ფრენდები", ლექსის ლომადა,
ბარელ მაინც ვერ მაჯობებ
გიწვევ ახლა მე ,,ომადა",
ვაშლის კი არა, მთლად ხილის
დაგაკარგინო რო მადა.
ეკა ჯავახიშვილი
*************************************************************************
კაფიის გაგრძელება, გუჯას!
ციბრუტივითა სტრიალებ,
შენ მარტო, ეგენ ბევრები...
რა ხდება, სუყველამ ერთად,
რად აიშალა ნერვები?!
თუმც ადამ – ევას მიზეზობთ,
მანდ სხვა რამ არი მთავარი,
,,გამოტყდით", აბა, – რა ხდება?!
ცეცხლი უკვამლოდ არ არი...
ხან მეშვიდე ცას უწიე,
ხან ზღვის პირამდე ეშვები...
გვიანღა ვხვდები, თბილისში,
რად დაილესე ეშვები?!
გელა ციგროშვილი
************************************************************************
კაფიის გაგრძელება, გელა ციგროშვილს!
აქამდე ჭამდა გორისას,
საღი იყო თუ ჭიანი,
მადა ჭამაში მოვიდა,
სხვას რას იტყოდა ჭკვიანი?!
მაინცა ვჭამო, ბარემო,
რაღა გორისო, სამოთხის,
ეგ ისე ჩიჩქნის ვაშლს თუ არ
გველს ვიცი, ნაღდად ამოთხრის.
ეკა ჯავახიშვილი
*****************************************************************************
კაფიის გაგრძელება, ელგუჯა ციგროშვილს!
რა ძალა გედგა, გუჯაო,
რად გაგვიშალე მუჭაო,
ჩუმად გეჭამა ეგ ვაშლი,
გორისა, თმახუჭუჭაო,
კომენტარების შამხედვარ,
თვალებს ვეღარა ხუჭავო.
თამრიკო მგელაძე
_________________________
კაფიის გაგრძელება, ეკას!
მარჯვედ ჩასაფრდი ეკაო.
დედა არ ტირის ფრთხილისა..
მე ის აზრ გამოვიტანე
დამკვეთი შენ ხარ ხილისა.
ფშაველი ყველგან ფშაველობს,
ბარში, მთასა და ველზედა...
მაგ გველის შხამი ვერ გასჭრის,
ჭეშმარიტ არაგველზედა...
რა კი ხალისით შეგხვდათ და
აჰყვა თქენ გამოწვევასა.
ასიც რომ გყავდეთ ადამი,
ცხვირწინ აგაცლით ევასა...
გელა ციგროშვილი
——————————————————
კაფიის გაგრძელება ეკას!
მანამდე გუჯა არა ჩანს,
მისი ვიქნები ვექილი..
თუნდ ბროწეული მიირთვას,
ეგეც ხო არი ხეხილი..
გზა სამოთხისკენ მძიმეა,
ციცაბო-კლაკნილ-ტეხილი..
თავისას ვმალავთ, სხვისა სჯობ,
ცოდვები გამოტეხილი..
ეკავ, ეკო ხარ თუ ევა,
ბაღისკენ მოდის კვალია.
თამროც მხარს გიჭერს, დობილი
ან რა აქვ დასამალია
შენს ადამზედაც იფიქრე,
კარგად შაავლე თვალია..
,,ექვსი არ ქონდეს თითი და
კისერზე დიდი ხალია''...
გელა ციგროშვილი
*********************************************************************************
კაფიის პასუხად გელას!
გელა მაგ აზრებს შეეშვი
ეშმაკურებს და მაცდურებს,
ოღონდ ,,სამოთხე" ეწეროს,
გუჯას ატამიც აცდუნებს.
ე გველიც ისე მაშინებს,
ხსენებაზეც მჭირს ,,აშლები",
შანსი არაა მაგისთვის,
რომ დამეკვეთა ვაშლები.
საეჭვოდა დუმს, არ მამწონს
პასუხს არ გვიწერს მალითა,
ეტყობა უკვე ბაღშია,
შესაქცევს სწონის თვალითა.
ერთით რას დაყაბულდება,
ჭამა მოუწევს სამ-ოთხის,
გაძღეს, იქნება კარები
აღარ გაუღონ სამოთხის.
ეკა ჯავახიშვილი
ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია ეკა ჯავახიშვილს!
ეკოს შაირიც უხდება,
ტუჩზე წითელი პომადაც,
ვიდრე, გული არ შაუწუხდება,
თათხოს კაცების მოდგმა და,
განაღა გამიკვირდება
სხვის მერე, მე თუ მომადგა...
ავტ. ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია
-------------------------------------------------------
დაგვიანებული კაფია გელას და ეკას!
(ფშაურ კილოზე)
1.„სამოთხის პარადი მიჰყავს“
ჯავახიაანთ ეკოსა...
აპირებს ადამის დარად
ელგუჯაც გამორეკოსა.
2.ის არ სჭამს, ეს მიზეზს ეძებს,
ლამის ჯოხიცა რეკოსა,
ნეტაი ძველი ცოდვები
მაინც არ ამოქექოსა.
3.გუჯა მარტოკა არ არი,
გელაი ჰყავის ვექილი,
თუმცა „სამოთხის თემებში“,
არ არის გამოქექილი.
4.აქ „გურჯის“ კაფიაც ვნახე,
ვერც იმას უშველს სიგურჯე...
ილოცოს, იმის სახესაც
რომ არ დაეტყოს სილურჯე.
5.ღმერთმა არა ქნას, რომ ეკამ
მოთმენის ძაფი გაწყვიტოს
და ბესოც ჭრელი კნუტივით
კედელზე შამააწყვიტოს.
6.მაგას ეგენი არ უჭირს,
ბებოც ხომ „პოლზე“ გაშალა“...
რა ექნა, იმ კუდიანმა
გოგო ნერვებზე აშალა.
7.ბებომაც ჭკუა ისწავლა,
წელსაც კარგა ხანს ითრევდა...
და ზავის ნიშნად მას მერე,
სულ თეთრ ცხვირსახოცს იქნევდა.
ელგუჯა ციგროშვილი
11.03.2018 წელი
---------------------------------------------
გუჯას ნათელა ციგროშვილისგან:
სიყვარულს „ევა“ დავარქვათ,
ვინ რას გაიგებს, ნეტარა,
თუ ვაშლს ვერ შეჭამ, ძამიკო,
არ დაიქცევა ქვეყანა.
ავტ. ნათელა ციგროშვილი
-------------------------------------------------------
კაფიის პასუხად ნათელას:
(ფშაურ კილოზე.)
ეს ჩემი ძმისწული ნახეთ,
ამასაც მუზა აშლია...
რად არ დასდგები ნათელავ,
რაღა დროს შენი ვაშლია?!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი
-------------------------------------------
ნათელა ციგროშვილისგან ელგუჯას!
შენ გეხმარები, ელგუჯავ,
არ შეგაცდინოს „ევამა“,
იქნება დარჩენა გიჯობს,
რად არ ჩუმდები ნეტავა?!
იქნება ვაშლ ვერ ჩაკბიჩოს,
„მიქსერის“ ძებნა დავიწყე,
სასწრაფოდ გამამისტუმრე,
მეც ხვეწნას აღარ დაგიწყებ.
ნათელა ციგროშვილი
--------------------------------------
ნელი აფციაური ელგუჯა ციგროშვილს!
ღმერთმა აცხონოს ვახუშტი.
გაგიპიარათ კაფია.
მამა-პაპათგან გენებში
ჩაბუდებული მაქცია.
საზღვრებიც ვეღარას გაკლებთ
ნიჭიერებ ხართ ფშავლები.
ისედაც ენა გრძელებსა,
სულ დაგიგრძელათ ენები.
ავტ. ნელი აფციაური
-----------------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი ნელი აფციაურს!
კაფიის პასუხად
( ,, ხევსურო, ხმალი გალაღებს,
ფშაველო — ენა გძელიო"...)
ვახუშტი რა შუაშია,
მოლექსისა გვაქვ გენები,
ძველ ხალხურ ლექსიც ამოწმებს,
ფშავლებს გძელი აქვ ენები...
მოკლეთი ვის შავასმინოთ,
სიტყვა გძლად მოსახსენები?
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი, 7. 03. 2021 წელი
———————————————————
ზურაბ პაპიაშვილი გუჯას!
გუჯავ! თავნება ფშაველო,
მარჯვედ "გისვრია" კაფია,
ევათა გულში უღრანნი,
ენის ხმლით გაგიკაფია.
არც მათ დაგაკლეს სათქმელი,
უმალვე სცადეს ცთუნება,
მოგემატება საქმნელი,
შენიც იქნება, თუ ნება...
არ მოგერიდოს, ძმები ვართ,
თუ კი დაგჭირდეს მაშველი,
ერთ-ორ ვაშლს მეც კბილს გავკრავდი,
თუ მიწილადებ... მაშ, ველი!
————————————
ეკა ჯავახიშვილი გუჯას და ზურაბ პაპიაშვილს!
ბაღს ცალი თვალი შევავლე
ვაშლი ვერ ვნახე მთელიო
მიეშვნენ თავის ნებაზე
ჰერეთელ-არაგველიო,
დაურბევიათ სამოთხე,
ტყე გეგონება ველიო.
ე, რა მივქარე, ცახცახებს
შიშით სოროში გველიო.
ეკა ჯავახიშვილი
------------------------------------------------
ზურაბ პაპიაშვილი ელგუჯა ციგროშვილს!
ვხედავ განახლდა "სეზონი"
გუჯავ, პირბადეაკრულო!
დაურბევია ეზონი
"ევას", მისგან "კბილგაკრულო".
ჩანს ბევრის ნატვრა ახდება,
ოცნებით იწვის, მარტივით...
სამოთხის ბაღში რა ხდება:
ვაშლიც უბერავს მარტივით.
---------------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი ზურაბ პაპიაშვილს!
კაფიის პასუხად
ზურაბ პაპიაშვილს !
(ფშაურ კილოზე)
1. ,, აი, ზურაბიც მოვიდა",
( ფრაზას ვისესხებ კინოდან...)
ქართულ კულტურის დესპანი, —
ძირძველი საინგილოდან.
2. მოგვიხველ ,,პიროფლიანი“,
ნაბრძოლი ,,მუზის ნაჟურში"...
ნეტავი რა დაგიწუნეს,
რად ვერ მოუხველ,,აჟურში?“
3. თან წაუშლიხარ ჯგუფიდან,
უბრად, უმთვარო ღამეში,
ალბათ, ფეხი თუ ჩაუდგი,
,,ნაჟურის" სიკამკამეში.
4. სამოთხის ამბებს ჰკითხულობ,
ორმაგ პირბადეაკრულო,
გველს მაინც ვერ გააბრიყვებ, –
თუნდა უმღერო ,,ჩაკრულო!"
5. მაგ პირბადისაც არა სწამს,
სიბრძნე აქვს, გველი — გველია...
იცის, რომ წამსვე მოიძრობ,
ხილს თუ მიგიწვდა ხელია.
6. არც იოცნებო, შიგ შესვლა,
ფიქრით არ იღრძო ტვინია,
ვაშლი ჯერ ეხლა აყვავდა,
მთელ ბაღშიც ,,კარანტინია!"
7. შოვნა არ გაგიჭირდება,
ჯერ კარგად გიჭრის ეგ ენა,
ბაზარ — მარკეტში მოგიწევს,
საკბილო ვაშლის შეძენა.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 12. 03. 2021 წელი
---------------------------------------
კაფიის პასუხად. ელგუჯა ციგროშვილს!
(არც მთლად ფშავურ კილოზე)
გამკვირვებია ფშაველო,
მოქნევა აგრე ენისა,
სად ვიყავ, რა გავიოფლე,
ამის თქმა რაში გშვენისა?
ჩემი წამშლელი, ძმობილო,
დედისგან ჯერ არ შობილა,
თუ კაცი ზურგში მახვილს მცემს,
დიაცს ეკედლოს დობილად!
მე დანდობილად გეახელ,
გულღიად გტყორცნე კაფია,
რაღაც "ფარცაგი" შეგატყვე,
ხმა დამახვედრე ხაფია...
არ გაკადრებდი, თავად თქვი,
პირბადე მაქვსო აკრული,
ნიშნისმოგებას ემსგავსა
შენი, ირიბად გაკრული.
ტყუილად მსახავ, მე არ ვარ
გამბრიყვებელი გველისა,
რა იცი, ეგებ თავად სურს,
მნატრობს და იქეთ მელისა?
ნუ სწუხხარ, ან რად გაღელვებს,
შენ ასე ბედი გველისა?
ეშმაკობითა მელისა,
თავად წყვეტს, ვის რა გველისა...
ჩემი ოცნების მე ვიცი,
ამ ტვინს ნუ დარდობ შენაო,
იფრთხილე, ენამზეობით
ემანდ არ იღრძო ენაო.
მირჩიე სხვაგან მეძია,
„ბაზარ — მარკეტიც" მანიშნე,
თითქოს არათითს გიმშვენებს
ევას ბეჭედი, სანიშნე...
ბაღს ისე გადაეფარე,
სამოთხე შენი გგონია,
ვაშლი მისია, ვინც მოწყვეტს,
ნუთუ არ გაგიგონია?
ავტ. ზურაბ პაპიაშვილი
--------------------------------------
ნელი აფციაური ელგუჯა ციგროშვილს!
ღმერთმა აცხონოს ვახუშტი.
გაგიპიარათ კაფია.
მამა-პაპათგან გენებში
ჩაბუდებული მაქცია.
საზღვრებიც ვეღარას გაკლებთ
ნიჭიერებ ხართ ფშავლები.
ისედაც ენა გრძელებსა,
სულ დაგიგრძელათ ენები.
ავტ. ნელი აფციაური
-----------------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი ნელი აფციაურს!
კაფიის პასუხად
( ,, ხევსურო, ხმალი გალაღებს,
ფშაველო — ენა გძელიო"...)
ვახუშტი რა შუაშია,
მოლექსისა გვაქვ გენები,
ძველ ხალხურ ლექსიც ამოწმებს,
ფშავლებს გძელი აქვ ენები...
მოკლეთი ვის შავასმინოთ,
სიტყვა გძლად მოსახსენები?
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი, 7. 03. 2021 წელი
———————————————————
ეკა ჯავახიშვილი გუჯას!
რა ხდება გუჯა შენ ბაღში,
ვერ მოგიკითხე რა ხანი,
ძველ ,,ვაშლებ" ახრამუნებ თუ
სხვები ,,დაისხა' ახალი?
აქ ჩიტებ მოაქვთ ამბები
ამრევ დამრევი ტვინშია,
გუჯა წელს დარჩა უვაშლოდ,
გველი ზის კარანტინშია.
ავტ. ეკა ჯავახიშვილი
_________________________
კაფიის პასუხად
ეკო ჯავახიშვილს!
( ფშაურ კილოზე .)
1. სადა ხარ, თავადის ქალო,
ბედისას ვიწყებ გმობასა,
არც მწერ, არც მეხმიანები,
რად მაჩვევ უშენობასა?!
2. ,,ჩიტებს ამბები მოაქვსო"...
რად რა რა მიბნევ ტვინსაო,
სამოთხის ბაღში რა უნდა —
მიწიერ ,,კარანტინსაო?! "
3. არავინა ჩანს, დაიხსნას
მსოფლიო, გასაჭირიდან...
ნეტაი რა მევაშლება, —
ნიღაბს ვერ ვიხსნი პირიდან.
4. ბევრში შემძვრალა სატანა, —
ვირუსს, ვირუსზე აჩენენ...
ღმერთი თუ არ ჩაერია,
კოცნასაც გადაგვაჩვევენ!
5. იმედს არავინ იძლევა,
წამოაგდებენ როს ენას, —
გველის მოსმენა სჯობია,
ტელევიზორის მოსმენას .
6. ,,ორმაგ ნიღაბი იხმარე!" —
დიქტორ მაძალებს ამასა...
გ ვ ე ლ ი სულ ვაშლებს გვირჩევდა,
თან გვაძალებდა ჭ ა მ ა ს ა!!!
7. თუ ,,გ ვ ე ლ ი " ,,კარანტინშია", —
მეორედ მოსვლას მაგონებს...
ცეცხლგამძლე ,,მასკა" სჭირდებათ,
შენფერ, — ,,პირცეცხლა" დ რ ა კ ო ნ ე ბ ს!"
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 12. 03. 2021წელი
-------------------------------------------
No comments:
Post a Comment