გიყვარდა?!
დამარხულ იქნა მეტეორები,
ცაზე გიჟურად რომ ისეირნეს,
კივილი ისმის ახლა ქორების,
–გიყვარდა?
მაგით რა იხეირე!
ღამე ჩამოცლის ხეხილის ბაღებს
და შეერევა ნათელი ბინდებს,
ახლა ღამურა მომძახებს ჩუმად,
– გიყვარდა? მაგით რა იხეირე!
სულში ჩამდგარა ყინულის ლოდი,
ვერაფერი ცვლის უჟმურ ამინდებს,
ცა გაცრეცილი მომძახის სევდად,
– გიყვარდა? მაგით რა იხეირე!
გადაიქცევა სისხლის წვეთებად
ძოწი, ლალი და მარჯნის საყურე
და გადმომძახებს ღმერთი ზემოდან,
- გიყვარდა? ზეცა დაიმსახურე!.
No comments:
Post a Comment