Friday, January 21, 2022

სწორედ ამ დროს სიყვარულის უფრო მეტად მჯერა... (სატრფიალო)


სწორედ ამ დროს სიყვარულის უფრო მეტად მჯერა!

ოცნებების ასრულების
დამდგარიყო ღამე
და შენს თმაზე ცა აფენდა
საფირებს და ლალებს,
ირეოდა შიგ სხივები
მრავალ ათას ფერად,
სწორედ ამ დროს, სიყვარულის,
უფრო მეტად მჯერა.

ვეხებოდი ტბებს, შენს თვალებს,
დავცურავდი მათში,
თითქოს ჩემთვის დამდგარიყო
სულ ახალი ერა,
ვლივლივებდი და ვბრწყინავდი,
ვით ვარსკვლავი ცაში,
სწორედ ამ დროს სიყვარულის
უფრო მეტად მჯერა.

როცა შენი ლალის ტუჩი
შეეწება ჩემსას,
სიყვარულმა დამიარა
ნაკვერჩხლად და ღველფად,
ჩემს სხეულში დაიკლაკნა
ცეცხლებად და ელვად,
სწორედ ამ დროს სიყვარულის
უფრო მეტად მჯერა.

მაია დიაკონიძე

21.01.2022 წელი

No comments:

Post a Comment