Saturday, January 15, 2022

მე დავბრუნდები (სატრფიალო)

სვამ, რომ არ დაგზრას, არ გაგყინოს ჩემზე ფიქრებმა,
უჩემოდ, ალბათ, არც კი იცი, სხვა რა აკეთო,
გადაინაცვლეს შენს გულშიაც ამ ამინდებმა,
წვიმა და თოვლი, შენ გგონია არის საშენო.
გამოხვალ გარეთ, შეუკვრია ზეცას ღრუბლები,
თეთრი ფიფქები ეფინება ლამაზ მიდამოს,
ხურმებს შეხედე, ეს თმის ფერი ვეღარ იცანი?!
გრძნობებმა ლამის დაჭრილ სულში გაიმდინაროს.
სულში ფათურობს ეჭვები და ცლი იმ ფიალებს,
სავსეა სუნთქვით, სიყვარულით და ერთგულებით,
და თუკი ხეზე წითლა ჩიტმა შეიფრთხიალოს,
მეც დავბრუნდები, უკვე ვეღარ დამემდურები.
მაია დიაკონიძე
15.01.2022წელი


 

No comments:

Post a Comment