როგორც ღელვამ, დამიარე მთლიან ტანში,
როგორც ყანა, ქარიშხალში დამაწვინე,
მერე ცაში შემიკაზმე თეთრი რაში,
ღრუბელ-ღრუბელ შენს მერანთან მარონინე.
ყვავილების თოვაც ვნახე, ზღვებიც ლურჯი,
შენს თვალებში კამკამებდა მთვარის შუქი,
ვაჟო, ერთი შემეხე და ხელი მკიდე,
მიმაგებე სიყვარულის ფრთიან კიდეს.
No comments:
Post a Comment