მე სულში ჩაგკონებივარ,
შემოგხვევივარ ვაზივით,
მოგეფერები, დაგკოცნი,
როგორც ბავშვს, დიდი ხალისით.
დავბრუნდეთ ედემ-ბაღებში,
იქ არის ჩვენი ადგილი,
აღარ შეგვეხოს ტკივილი,
კეთილი გვეყოს მადლივით.
ადამ და ევას სიყვარულს,
განა თუ ვინმე გაკიცხავს,
იქნება იქ გადავსახლდეთ,
ტრფობაც დავიწყოთ თავიდან.
No comments:
Post a Comment