1. არ შემიძლია სიყვარულის წერილით ახსნა
და ეს შენც იცი, კარგად იცი, სიცოცხლევ ჩემო...
მე დაუსწრებლად უმაღლესიც არ დავამთავრე,
რათა ნამდვილი სტუდენტობის გამეგო გემო.
2. ნუთუ შენ გინდა, მხოლოდ შენთვის ყურში სათქმელი,
ასე სათუთი საიდუმლოს ღიად გაფენა?
სადღა იქნება ამ სიტყვების ის აზრი მწველი,
შეუცნობელი მისი ხიბლი და აღმაფრენა?
3. ყველაფრის ახსნას
დაუდგება
თავისი ჟამი,
თუ სიყვარულის თანამდევი არის ღირსება...
ჩვენი ცხოვრება თუმცა
არის
სულ ერთი წამი, —
მარადისობა ამ ლამაზი წამით ივსება!
No comments:
Post a Comment