Saturday, January 22, 2022

ასრულდება ღმერთის ნება

 განთიადმა სხივები რომ შემოფინა,

აალმასდა და გაბრწყინდა ფოთოლთ ნამი,

საგალობელს აღავლენდნენ სერაფიმნი,

მათ ჰყვებოდა მგალობელთა,  ბულბულთ დასი.

ეს ქვეყანა, მშვენიერი, ღმერთის მადლით,

მზედ აინთო და ენთება ჩვენდა ბედად,

არ გვეთმობა ჩვენ ამ მიწის ერთი ადლიც,

გაბრწყინდება!  - აღსრულდება ღმერთის ნება.



No comments:

Post a Comment