თურმე სიყვარული სულ სხვა რამ ყოფილა,
ადრე რომ მეგონა, ის არის ნაწილი,
შენ ჩემი მაჯა ხომ ხელში გიკავია,
არაფერს არ ნიშნავს ჩვენ შორის მანძილი.
არც დროს აქვს მნიშვნელი,შენთან ვარ ყოველთვის,
დღე არის, საღამო, უკუნი ღამეა,
ეწვევი ენისელს, რაიხს თუ მისისპს,
მეც იქვე მიგულე, არც დიდი რამეა.
მე გულის თვალებით გიყურებ, შეგცქერი,
ვგრძნობ, რამე გეწყინა, თუ რამ გიხარია,
ძარღვებში ჟრჟოლად რომ ნაკადი დამივლის,
ბხვდები, რომ მომხმობ უკვე რა ხანია
.
No comments:
Post a Comment