არ დაუკარგავს დღესაც ისევ ის ძველი ხიბლი,
და გელოდები როგორც აშუღს, მიჯნურს და აშიკს,
სულგანაბული წლების მერეც მუხის ქვეშ გიცდი.
მოხვალ და ისევ ამენთება შუბლზე ვარსკვლავი,
ჩავიძირები ამ ბუნების რითმში საამოდ
და მეყვარები ისე ძლიერ, როგორც არავინ,
თუნდაც ამ ვნების ქარიშხალმა დამასამაროს...
ამოვიცლი და ამ ჩემს გულსაც მხოლოდ შენ მოგცემ,
სიყვარულისთვის, შენ მოგიძღვნა, თუ დავიბადე,
მანამ კი, ჩემო, სამუდამო მომეცი ფიცი,
რომ გეყვარები და მეც მოვალ, როცა მინატრებ.
პირველი კოცნა
იმ პირველ კოცნას, რომ მაგემე სამთხის ბაღში,
არ დაუკარგავს დღესაც ისევ ის ძველი ხიბლი,
და გელოდები როგორც აშუღს, მიჯნურს და აშიკს,
სულგანაბული წლების მერეც მონა ვარ იღბლის.
მოხვალ და ისევ ამენთება შუბლზე ვარსკვლავი,
ჩავიძირები ამ ბუნების რითმში საამოდ
და მეყვარები ისე ძლიერ, როგორც არავინ,
თუნდაც ამ ვნების ქარიშხალმა დამასამაროს...
ამოვიცლი და ამ ჩემს გულსაც მხოლოდ შენ მოგცემ,
სიყვარულისთვის, დე შენ გიძღვნა, თუ დავიბადე,
მანამ კი, ჩემო, სამუდამო მომეცი ფიცი,
რომ გეყვარები და მეც მოვალ, როცა მინატრებ.
მაია დიაკონიძე
30.01.2022 წელი
No comments:
Post a Comment