სიზმარში გნახე, მოდიოდი ლურჯი მთებიდან,
ჯაჭვი გემოსა, ხელში გეპყრა ხმალი არმაზის,
ეტოლებოდი სიდიადით წარმართ ღვთაებას,
მასავით მერე დროებასთან ვაგლახ დაზავდი.
გადაიკარგე და მოჩანხარ მხოლოდ შორიდან,
გვიგზავნი შენზე არაკებს და უკვდავ თქმულებებს,
ვხედავ, რომ ზეცამ ვარსკვლავები შენთვის მოკრიფა
და გადმოგაყრის, როცა ღმერთი ამას ინებებს.
No comments:
Post a Comment